რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) ზუგდიდში, აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გზის გადაკეტვას ცდილობს, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ შიმშილობას და პერტმანენტული აქციებით იმუქრებიან.

მათი თქმით, სააგრელოო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან შეხვედრამ უშედოგოდ ჩაიარა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი აუნაზღაურო და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეებს სურთ, რომ საბანკო ვალდებულებები გადავადდეს და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გაგრძელდეს.

ადგილზე მობილიზებულია ასამდე პოლიციელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×