რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. საზღვარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო ჩაიკეტება.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, 20 სექტემბერს რუსული და ოსური სამხედრო შენაერთები ცხინვალში მარშით ჩაივლიან. აღლუმში 800-ზე მეტი სამხედრო და 35 სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ბოლოს 31 აგვისტოს ჩაკეტა.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი მაშინ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიებები იყო. 1 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ოკუპირებული რეგიონის 53 საჯარო სკოლაში განახლდა.

მოსკოვმა 2008 წლის 26 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთს ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×