რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ლვოვის ოლქში დაიწყო. სასამრთლო 10 სექტემბერს შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალად მხოლოდ "საზღვრის უკანონო გადაკვეთა" ედება. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია 325 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. შენობასთან მას მოწინააღმდეგეები ტრანსპარანტებით დახვდნენ, რომლებიც სააკაშვილს უკრაინის დატოვებისკენ მოუდოწებენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×