რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინის ხელისუფლებას სასამართლოს მიერ ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მისი ქვეყნიდან გაძევების პროცედურის დაწყება შეუძლია. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესიუსი" ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის ხელისუფლებას უფლება აქვს მოქალაქეობის არმქონე პირი, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ქვეყნიდან გააძევოს.

შეგახსენებთ, რომ ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

სააკაშვილს ბრალად უკრაინის "საზღვრის უკანონო გადაკვეთა" ედება. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია 325 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×