რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) კულტურის სამინისტროს ცნობით, ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას თბილისში 20 სექტემბერს ჩამოასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდები მის საცხოვრებელ ბინასა და შემდეგ ოპერის თეატრის წითელ დარბაზში გაიმართება.

მომღერალს 23 სექტემბერს დაკრძალავენ თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ სასაფლაოზე.

ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საოპერო მომღერლის გარდაცვალებაზე მწუხარება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგევაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×