რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გადაიდო.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ აღნიშნა, კომიტეტის გადადების თხოვნით მომხსენებლებმა მიმართეს.

მისივე თქმით, დარგობრივი ეკონომიკის, როგორც წამყვანი კომიტეტის პოზიციები, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულია, თუმცა ჯგუფის წევრები თუ მიიჩნევენ, რომ დამატებითი კონსულტაციები ესაჭიროებათ, გონივრულ ვადაში შემდეგი შეხვედრა დაინიშნება.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს ტენდერების გამოცხადებას ეხება. კონკრეტულად კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ინტელექტუალური პროდუქტის შესყიდვისას ტენდერი არ უნდა გამოაცხადოს.

კაკულიას თქმით, განხილვებისას მისი პოზიციაც ამ და სხვა პუნქტებთან დაკავშირებით გარკვეულწილად შეიცვალა.

"დარწმუნებული ვარ ის ადამიანები, ვინც ამ ცვლილებებს ითხოვენ, რეალურ პრობლემებზე საუბრობენ, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა ამას უფრო ფართო ჭრილში შევხედო, რათა ამ გადაწყვეტილებამ ხვალ სხვა საკითხები ეჭვქვეშ არ დააყენოს", - ამბობსკაკულია.

ცნობისთვის, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობოები მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×