რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) ამ წუთებში სამართალდამცველები, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკთან არიან მობილიზებული, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება. ოპოზიცია "ქართუ ბანკს" ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეები ბანკის შენობასთან საყვირებით მივიდნენ. აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა.

"ეს ორგანიზაციაა, მე ამას ბანკს ვერ ვუწოდებ, რომელიც ძირითადად საქართველოს მოქალაქეობისაგან ხარკის აკრეფითაა დაკავებული. დამისახელეთ ბანკი, რომელმაც წელიწადი 1700%-იანი მოგებით დაასრულა. ეს არ არის საფინანსო ინსტიტუტი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შავი ფულის სარეცხ მანქანადაა ქცეული", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერები მიაკრეს წარწერით "შენ შრომობ, ესენი იპარავენ", რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"ქართუ ბანკის" სათაო ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე უსაფრთხოების სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის წევრებიც იმყოფებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×