რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) კახეთში, საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. სამმა მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მათ პირველადი დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×