რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 20 სექტემბერს გაიმართება, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა დაესწრებიან. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

ციხელაშვილი და დონდუა შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტემოლერთან გამართავენ.

ნატო- საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე ჩატარდება.

მთავარი თემა კონფლიქტები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბოლოს მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×