რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მართავს.

სააკაშვილი კიევიში მის თანამოაზრეებთან ერთად ჩავიდა. მისი თქმით, მას არაფრის ეშინია და ბრძოლას აგრძელებს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანი არა უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის დაკავება, არამედ ოლიგარქიული სისტემის დანგრევაა.

„მათ საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ - ეს ჩემი ერთადერთი მიზანია, არავითარი სხვა ამბიცია არ მაქვს. მე არ მაქვს პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი, ეს ტყუილია, პრობლემა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის დაპირისპირება კი არა, სააკაშვილსა და სისტემას შორის დაპირისპირებაა, იმ ოლიგარქიული სისტემის, რომლის ნაწილიცაა პოროშენკო. ძალიან მინდა, რომ მან ახლა აშშ-ში წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ის იქ უკრაინელი ხალხის რეალურ პრობლემებზე სამწუხაროდ არ საუბრობს.

„რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პოროშენკომ, ვერ დამალავს იმ მახინჯ სისტემას, რომელიც უკრაინაშია ფესვგადგმული. ძალაუფლება არა მათ ხელში, არამედ ხალხის ხელშია. მე ვიყავი პრეზიდენტი და მესმის, რასაც ვამბობ. ჩემი მიზანი უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლა არ არის, გარწმუნებთ ამას", - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. გუშინ, კი ლვოვის ოლქში მისი სასამართლო პრეცესი 22 სექტემბრამდე გადაიდო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×