(რეზონანსი) ოდესაში, ბანაკი "ვიქტორიას" ხანძრის დროს, 13 წლის მოზარდმა 15 ბავშვი გადაარჩინა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკატერინა ნოიზე, ექვსი ბავშვი გადაარჩინა და თავად დამწვრობები მიიღო. ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.
"მაქსიმ ტიხონჩუკი, 13 წლის. ბიჭი, რომელმაც ბანაკი "ვიქტორიიდან" 15 ბავშვი გამოიყვანა... მორცხვი, ძლიერი, კეთილი ადამიანი, რომლითაც ქვეყანამ უნდა იამაყოს! მაქსიმი და კატია - ეს ბავშვები ჩვენი ოქროს ფონდია! ", - ამის შესახებ ოდესელმა დეპუტატმა ალესანდრე ივანიცკიმ დაწერა.
ოდესაში მდებარე საბავშვო ბანაკ "ვიქტორიაში", სადაც 150 ბავშვი იმყოფებოდა, ხანძარი 15 სექტემბერს გაჩნდა. შემთხვევას სამი ბავშვი ემსხვერპლა, ოთხი კი საავადმყოფოში დამწვრობით გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ბანაკში სპეციალურად იყო გამორთული.