რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) საქველმოქმედო მატჩში "მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახი კალაძეც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ თავად კალაძემ განაცხადა.

„იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვარ და დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ მონაწილეობას მივიღებ, რაც ჩემთვისაც სასიამოვნოა, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება მაქვს, სწორედ ფეხბურთის და სპორტის დამსახურებაა. მიხარია, რომ ვისთან ერთადაც ვთამაშობდი, ზოგი ჩემი მოწინააღმდეგე იყო, ზოგი თანაგუნდელი, ჩამოვლენ და ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ", - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის" 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა კი ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები ესტუმრებიან, როგორებიც არიან: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×