რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ცნობისთის, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საქართველოს პროკურატურას 14 სექტემბერს მოუწოდა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანა"-ს საქმიანობით დაინტერესდეს.

ფონდი „იავნანა" მათ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ბინძურს უწოდებს და ბრალდებებს პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×