რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.

თითქმის 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში ერთხელ იზრდება. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის სკოლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 22 მოზარდია.

ხელისუფლება შიშობს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე დაზარალებულები რჩებიან.

სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დაზარალებული რეგიონები მოინახულა ქვეყნის პრეზიდენტმა. მექსიკას თანაგრძნობას უცხადებენ მსოფლიო ლიდერები

გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×