(რეზონანსი) „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ახალი სასწავლო და სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელო ვირუსების თავიდან ასარიდებლად მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს.
მისი თქმით, ზაფხულის ინფექციების სეზონი გრძელდება და შესაძლოა, ბავშვებს სხვადასხვა ტერიტორიიდან მიღებული ინფექციები ჰქონდეთ, რამაც შესაძლოა, გავრცელება გამოიწვიოს.
"პრაქტიკულად ზაფხული გრძელდება. აქედან გამომდინარე, ზაფხულის ინფექციები ჯერჯერობით არსებობს. ბავშვები ბრუნდებიან ბაღში, სკოლაში, იქმნება ახალი კოლექტივები. ასეთ ახალ კოლექტივებში ვიღაცამ ერთი ინფექცია რომ შეიტანოს ძალიან ადვილია, რომ სწრაფი გადადება და ბავშვების დაავადება მოხდეს. პირველი რჩევაა - მშობლებმა კარგად ნახონ, რომ სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ბავშვი ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის. ასევე აუცილებელია ჰიგიენური ნორმების ძალიან მკაცრად დაცვა. აქ ორი მომენტია: ერთი, რომ ბაღებში, სკოლებში, სათანადო პირობები იყოს შექმნილი, რათა ბავშვებს ჰიგიენის წესების დაცვა შეეძლოთ, ასევე ბავშვებს ეს ჩვევა უნდა განუვითარდეთ, პირველ რიგში ოჯახში და ასევე, მასწავლებლებმა უნდა ააწავლონ", - განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და ბაღებს ჰიგიენური წესები დაიცვისკენ მოუწოდებს.