რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, ავტოფარეხის შენობა დაანგრია და სახლის აივანს დაეჯახა.

სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან, ტრაილერში მჯდომი სამივე პირი კი გარდაიცვალა.

მომხდარს შსს-ს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×