რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა არჩილ დევრიშაძემ საპატიმრო დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ სასამართლოს დღეს მიმართა. დევრიშაძეს სახდელის სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა არჩილ დევრიშაძემ განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურა დაკავებულს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში სდებს ბრალს.

ცნობისთის, საქმე ეხება 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ შემთხვევას. თვითმხილველების ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა 25 წლის მამაკაცს ესროლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×