(რეზონანსი) საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო სექტორს ხვდება. ქვეყნის პირველი პირი არასამთავრობოებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტს აცნობს, რომელიც ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავა.
"დღეს შემუშავებული დოკუმენტი ერთპარტიულია. ჩვენ გადავწყვიტეთ შევცვალოთ მხოლოდ ის მუხლები რომლის თაობაზეც ყველა პოლიტიკური პარტია თანხმობას აცხადებდა. მადლობა მინდა ვუთხრა პოლიტიკურ პარტიებს რომლებიც ამ რთულ ვითარებაში შეძლეს და საკუთარი შეხედულებები დაათმეს და კონსესუსამდე მივიდნენ. ეს შედეგია, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. მაქვს იმედი რომ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, იქნება გააზრებული. მაქვს იმედი, რომ მმართველი პარტია გაიაზრებს, რომ პულტებით და ხელის გადაგრეხვით, თანხმების დოკუმენტს ვერ მივიღებთ" , - განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვერსია შექმნან და "ქართულ ოცნებას" გააცნონ.
კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას პარლამენტი მომდევნო კვირას მესამე მოსმენითკენჭს უყრის. მანამდე კი, სავარაუდოდ, 22 სექტემბერს, ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო.