(რეზონანსი) დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტის შემუშავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ხელისუფლების შტოებს შორის არბიტრის ნაცვლად, კანონმდებლის როლში ხედავენ, რაც კონფრონტაციის ახალ ველს ქმნის.
"განსაკუთრებით დამაფიქრებელი და საყურადღებოა ის პარალელური პროცესი, რომელიც ახლა ერთადერთი მიზნით მიმდინარეობს, რომ არათუ, გადაიდგას ნაბიჯები მართლაც თანხმობისკენ, არამედ კიდევ უფრო მეტი კონფრონტაციული ველი შეიქმნას.
მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც სამ დღეში შეიქმნა, არ შეიძლება იყოს ალტერნატივა პროექტისა, რომელზე მუშაობაც რვა თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და რომელსაც უპრეცედენტო საერთო-სახალხო მხარდაჭერა აქვს.
„იმ დოკუმენტის ალტერნატივა როგორ შეიძლება ის ვერსია იყოს, რომელიც სამ დღეში შეიქმნა? იმ ახალ ვერსიას რა ლეგიტიმაცია აქვს? პრეზიდენტი ხალხს არ აურჩევია, როგორც კანონმდებელი. პრეზიდენტი კანონდებელი არ არის, საკანონმდებლო ორგანოს ხალხის მანდატი აქვს, რომ მან კანონი შექმნას, მათ შორის კონსტიტუციური რეფორმაც გაატაროს", - აღნიშნა ბესელიამ.
ცნობისთის, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშილმა და ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნარიული ვარიანტი შექნეს, რომელიც „ქართულ ოცნებას" და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.