რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებს მექვაბიშვილის ბიოგრაფია პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.

საკანონმდებლო ორგანომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი ხუთი წლის ვადით აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოეწურა, რომლის უფლებამოსილებას ამ დრომდე პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია ასრულებდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×