რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ე.წ. რესპუბლიკის დღის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით „მილოცვა" გაუგზავნა.

"ეს დღესასწაული სამხრეთ ოსეთის იმ მოსახლეობის გმირობის სიმბოლოდ იქცა, ვინც ბრძოლით დაიცვა თავისი თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება" - ნათქვამია ტექსტში.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ ტექსტში ასევე საუბარია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის" მნიშვნელობასა და რუსეთის მზაობაზე - გააგრძელოს რეგიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაწევა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×