რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციისთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტი ევროპარლამენტარებსაც გააცნო.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წევრებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ საკითხებს და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების ალრეტნატიულ ვერსიაზე შეთანხმდნენ, რომელიც „ქართულ ოცნებას" და ვენეციის კომისიას გადეგზავნა.

პრეზიდენტმა დღეს ალტერნატიული ვარიანტი არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×