რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

"ამ მიმართულებით ჩვენს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას მომავალშიც იხილავთ. ვგულისხმობ, იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის კუთხითაა მიმართული. მისი უნარის განმტკიცებით, რომ ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეძლოს.

„ვფიქრობ, ამერიკის დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასევე, ზოგადად, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და ასევე უკრაინის საკითხი ფართოდ განიხილება", - განაცხადა კელიმ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×