რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდება. ამ დროისთვის პატრიარქს 32 635 ნათლული ჰყავს.

ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ.

ცნობისთის, პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×