(რეზონანსი) თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის და რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება.
ნარმანიამ დღეს, პეკინის ქუჩაზე დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.
„ვიცი, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, ქუჩაზე მოძრაობა არსებულ რეჟიმში გაგრძელდება, რადგანაც ჩვენმა დაკვირვებამ და კვლევამ აჩვენა, რომ მოცემულ სქემას რაიმე სახის დაბრკოლება ქალაქში გადაადგილების კუთხით არ შეუქმნია"- ამბობს ნარმანია.
შეგახსენებთ, რომ პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო და ამისათვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.