რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" - ის ვებ გვერდზე განხორციელებული კიბერ შეტევის ავტორი დაკავებულია.

„საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი - თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ე.მ.

„პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო, რომელზეც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.

„გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, ტელეკომპანიის ვებ გვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×