რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაზე, რომელიც „გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება, აღარ იმსჯელებენ. მიზეზი ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის წინასაარჩევნო რეჟიმზე გადასვლაა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, მმართველმა გუნდმა აღნიშნული საკითხი გააუქმადა წინასაარჩევნო რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა.

„ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისისი შექმნას მოვითხოვდი, ვინადიან გვგონია, რომ სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული. გაზპრომთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ვნებს. ამავე დროს აქ კერძო ინტერესები ჩანს, ამიტომ ჩვენ გამოძიებას ვითხოვთ, რათა დადასტურდეს, რომ გაზპრომთან დადებულ ამ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებაში არის თუ არა ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფების პირადი ინტერესები", - განაცხადა გოცირიძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების თემას "ნაციონალური მოძრაობა" თბილისი მერობი კანდიდატის კახი კალაძის, როგორც ძლიერი კონკურენტის წინააღმდეგ იერიშის მისატანად იყენებს.

„პირველ რიგში, "ნაციონალურ მოძრაობას" შევახსენებ, რომ გადაიკითხონ პარლამენტის რეგლამენტი, სადაც აუცილებლად იპოვიან მუხლს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი, პარლამენტის სხდომები არ ტარდება. კახი კალაძე "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველაზე დიდი სამიზნეა - გასაგებია რატომაც, ის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი და რეალური კანდიდატია, რომელიც არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს იცის და გადაწყვიტა იაფფასიანი მეთოდებით ჩვენს კანდიდატზე შეტევა მიიტანოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×