(რეზონანსი) განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერის, მაია მუკუდიანის ინფორმაციით, თბილისის ათ საჯარო სკოლაში ვაშლის დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.
"ტექნიკური პროცედურებია გასავლელი და ვფიქრობთ, რომ ვაშლს სკოლებში ოქტომბრიდან შევიტანთ. მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით 10 სკოლა შეირჩა და შესაბამისად ვაშლები თითო რაიონიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლაში იქნება მიწოდებული", - განაცხადა მუშკუდიანმა.
სკოლებში ვაშლის დარიგების პროექტის ფარგლებში ვაშლის შესასყიდად
გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.
აღნიშნული კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს.
კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, KEPKA ერთ ცალ ვაშლს 26.9 თეთრად შეიძენს. კომპანია ვაშლის სამ ჯიშს: სემერენკოს, გოლდენსა და გრანისმიტს შეისყიდის.