რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტების მოძიების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ადგილი სადაც ქართველ ტურისტთა ჯგუფი იმყოფება, რთულად მისადგომია, რის გამოც სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა გახდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ თრუსოს ხეობაში დაკარგული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

„მეგობრებთან ერთად ვიყავი ყელიწადის ტბაზე, გზა აგვერია და მოვხვდით ისეთ ადგილზე, ვეღარც წინ მივდივართ, ვეღარც უკან - დიდი ხევია, ერთი ადამიანი გვყავს ცუდად. სამაშველო სამსახურში გუშინვე დავრეკეთ, გადავეცით ჩვენი მდებარეობის მონაცემები, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო", - ამბობს ხეობაში ჩარჩენილი ერთ-ერთი გოგონა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×