(რეზონანსი) 23 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოში ინდოეთიდან დროებით დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ჩამოაბრძანებენ, - ამის შესახებ განცხადება სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააკეთა.
როგორც არქიდიაკონმა აღნიშნა, 24 სექტემბერს ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ, ხოლო 25 სექტემბერს სიწმინდეებს კახეთში გადააბრძანებენ.
"ასეთი ტანჯული და თავდადებული დედოფალი, მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია და მას ღირსეულად უნდა შევეგებოთ. თბილისის აეროპორტიდან სიწმინდე მუზეუმში გადაბრძანდება, რათა პროცედურები დაცული იქნას. 24 სექტემბერს წირვის დროს სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდება, სადაც პარაკლისი იქნება გადახდილი. ხალხს, კი საშუალება ექნება წმინდა ნაწილს ემთხვიოს. ორშაბათს, 25 სექტემბერს სიწმინდეს კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე თაყვანი იქ სცენ",- განაცხადა არქიდიაკონმა.
მისივე თქმით, სიწმინდე საქართველოს სხვა ეპარქიებსაც მოილოცავს.