(რეზონანსი) საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერით მიმართავს, სადაც ის საქართელოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილს „საქართველოს ერთიანი მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადამაშაულებს და პარლამენტს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთოვს.
„სამწუხაროდ, იძულებული გავხდი თქვენთვის მომემართა, ვინაიდან ყველა კანონიერი მცდელობა ამოვწურე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ ინფორმაცია მიმეღო. საქმე ეხება 2016 ან 2017 წლებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
"გთხოვთ, გაასაჯაროვოთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომელთაც 2016-2017 წლებში მარგველაშვილისგან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ყოველივე ამას თქვენ იმიტომ გთხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მოქალაქე მარგველაშვილის კანდიდატურასწორედ „ქართული ოცნების" მიერ იქნა შეთავაზებული და ქართველმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ თქვენდამი ნდობის გამო მისცა მას ხმა. სამწუხაროდ, რეალობაა ის, რომ ქართველი ერი ხმას მისცემდა ყველას, ვისაც თქვენ დაასახელებდით, მათ შორის პინგვინსაც კი. ამიტომ პოლიტიკური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა სწორედ საპარლამენტო უმრავლესობაზეა ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის საქართველოს პატრიოტი ლაზებისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე და საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისათვის - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.
როგორც საქართველოს მოქალაქე მოვითხოვ თქვენგან გაასაჯაროვეთ თქვენს მიერ დასმული ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ", - ნათქვამია წერილში.