რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით, ყოველ ხუთშაბათს 12:00 საათზე საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის ლოცვებს წაიკითხავენ, - ამის შესახებ პარტიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ საქართველოს ღვთისმშობლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე კაცობრიობის გადარჩენის დასაწყისია.

"ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი დღეა - ხუთშაბათი. ხუთშაბათს, ჩვენ ერთმანეთს შევხდეთ, მაგალითად, მრევლი სამების ტაძარში, ეზოში და ჩვენი კარ-მიდამო გავამშვენოთ, დავასუფთავოთ ეზო და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო იყოს ღვთისა და ადამიანისათვის. მაშასადამე, ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათს, 10:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ, მრევლი ერთმანეთს შეხვდება. 10:00 საათზე წირვა იწყება, 12:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდ შედეგს გამოიღებს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება", - განაცხადა პატრიარქმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×