(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციაში დღეს დილით გავრცელებულ ღია წერილზე, სადაც საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე პრეზიდეტს საქართველოს მტრებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს, პრეზიდეტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ კომენტარი გააკეთა.
კოჟორიძის განცხადებით, ყურადღებით დააკვირდებიან ამ ბინძურ თამამში რომელი პოლიტიკოსი ჩაებმება.
"სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსურდული კრიტიკით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია და მათ სამართლებრივი პასუხი აღარ მოეთხოვებათ. ჩვენ არასოდეს ასეთ აბსურდს არ ვპასუხობთ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით, რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ხოლმე ასეთ ბინძურ კამპანიაში", - განაცხადა კოჟორიძემ.
ცნობისთი, ანდრიაძემ ღია წერილი გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ 2016-17 წლებში პრეზიდენტმა ქვეყნის მოაქლაქეობა საქართველოს მტრებს მიანიჭა. ანდრიაძე "საქართველოს მტრებში" თურქეთის მოქალაქეს გულისხმობს.