რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) ყაზბეგში სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კმ-იან მონაკვეთი კეთდება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება. სამუშაოები მაისში დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 7 793 854 ლარია.

მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქამდე ეკლესიამდე ფეხით ადიოდა. ხოლო ტურისტები ყაზბეგში დაქირავებული „დელიკებით". მიმდინარე ზაფხულს მაღალი გამავლობის ავტომობილის მომსახურება ყაზბეგში საშუალოდ 50 ლარი ღირდა.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×