(რეზონანსი) ფილმის „დამზადებულია ამერიკაში" გადაღების დროს ავიაკატასტროფაში დაღუპული გადამღები ჯგუფის ორი წევრის ნათესავმა მომხდარ ტრაგედიაში ტომ კრუზი დაადანაშულა. დაღუპულთა ნათესავებმა სასამართლოს მიმართეს. მათ კინოკომპანიები „Imagine Entertainment"-ი, „Vendian Entertainment"-ი და „Cross Creek Pictures"-ი უსაფრთხოების წესების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მოსარჩელეები, ალან პურვინის და კარლ ბერლის ნათესავები ასევე ადანაშაულებენ რეჟისორ დუგ იმანს. მათი თქმით, ლაიმანსა და კრუზს მოქმედებებით დატვირთული, უკიდურესად სარისკო პროექტის გადაღება სურდათ, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია.
როგორც გარდაცვლილების ნათესავები აღნიშნავენ, მსახიობი და რეჟისორი მოითხოვდნენ რამდენჯერმე გადაეღოთ სცენები, რომელიც თვითმფრინავზე შესრულებული ტრიუკებით იყო დატვირთული. მათი თქმით, რეჟისორმა და მსახიობმა უპასუხისმგებლობა გამოავლინეს.
ავიაკატასტროფა 2015 წლის სექტემბერში კოლუმბიაში მოხდა. ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი კასკადიორი ალან დევიდ პურვინი და პილოტი ჯიმი ლი ჰარლანდი დაიღუპნენ. თავად კრუზი იმ მომენტისთვის თვითმფრინავში არ ყოფილა.