რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი)სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს წინადადებით მიმართავს. ომბუდსმენი ოფიციალური უწყებისგან საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და მოსწავლეთა რელიგიური იდენტობის გამოხატვის უფლების დაცვას ითხოვს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამ წინადადებას საფუძვლად უდევს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის /EMC" და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" განცხადებები. ეს ორი ორგანიზაცია აპარატისადმი გაგზავნილ განცხადებებში წერს, რომ ადიგენის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა მუსლიმ მოსწავლე გოგოს ჰიჯაბის სკოლაში ტარებაზე უარის თქმა მოსთხოვა.

„განცხადებები ასევე შეეხებოდა თბილისის 158-ე სკოლაში მუსლიმ მოსწავლეთა ინდოქტრინაციას და თერჯოლას მე-2 საჯარო სკოლის მასწვლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტებს" , - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა სამინისტროს მოუწოდა, რომ დეტალურად შეისწავლოს საჯარო სკოლებში რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლების (მათ შორის ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) ტარების) საკითხი და ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო ერთიანი მიდგომა ჩამოაყალიბოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×