(რეზონანსი) იურისტი დავით ჯანდიერი წინასაკონსტიტუციო პროცესს აფასებს. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე საუბრობს და ფიქრობს,რომ გიორგი მარგველაშვილს აქვს ბოლო მცდელობა მესამე მოსმენამდე, რომ შედარებით „საღი" დოკუმენტი მიიღონ.
„ზოგადად, წინასაკონსტიტუციო სიტუაცია არის ჩიხური. კონსტიტუციას აქვს როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი დატვირთვა და საჭიროა კონსენსუსი ხალხთან. სიტუაცია მესამე მოსმენამდე შორს არის კონსენსუსისგან და საკმაოდ რთულია იმის თქმა, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ეს დოკუმენტი ცხოვრებაში" , - განაცხადა დავით ჯანდიერმა „ტვ პირველზე", გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების" ეთერში.
დავით ჯანდიერი მიიჩნევს,რომ პრეზიდენტი საკანონმდებლო საქმიანობაში არ ერევა, პირიქით, მისი აქტივობა მნიშვნელოვანია კონსტიტუციის შემუშავების დასკვნით ეტაპზე.
„თუ ყველანი ვთანმხდებით, რომ კონსტიტუცია არის კონსენსუსის დოკუმენტი, რა თქმა უნდა სასურველია რომ ნებისმიერი აქტორი და მათ შორის პრეზიდენტიც მონაწილეობდეს პროცესში. ბოლო შანსი მაინც არსებობდეს, რომ გამოსწორდეს სიტუაცია. ეს არ არის პარლამენტის ფუნქციებში ჩარევა" , - განაცხადა იურსტმა დავთ ჯანდიერმა.