რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ირაკლი კობახიძის თქმით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმების 5 %-ზე მეტს მიიღებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით უახლოეს მომავალში წარედგინება.

მმართველი გუნდი გაუნაწილებელ მანდატებზე ზედა ზღვარს აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბონუს ხმების მიღების შემთხვევაში მანდატების რიცხვი 89-ს არ უნდა აღემატებოდეს. დაწესდება ასევე ქვედა ზღვარი, თუ გამარჯვებული პარტია 75 ან კიდევ უფრო ნაკლებ ხმას მიიღებს, ბონუსი აზრს კარგავს და გაუნაწილებელი მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებს პროპორციულად ერგებათ.

გამარჯვებული პარტია ბონუსით იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე დააგროვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×