რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) ზაჰესში ხიდი ჩაინგრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩანგრეულია ძველი ხიდი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდო მიზეზი დატბორვა გახდა. არსებული ინფორმაციით, გზაზე წყლის მილი დაზიანდა და ერთ მონაკვეთზე გზის ჩანგრევა ამან გამოიწვია.

ზაჰესის დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი ზაფხულშიც დაზიანდა, ხიდთან მიწა დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოიშალა, რის შემდეგაც ხიდზე სარეაბილიტაციო სამუაშოები ჩატარდა.

გლდანის რაიონის გამგებელმა, დიმიტრი ორმოცაძემ განაცხადა,რომ ზაჰესის ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია. გზის ნაწილის ჩანგრევასთან ერთად სავარაუდოდ წყლის 1000-მილიმეტრიანი მილიც დაზიანდა.

„ადგილზე რამდენიმე მაგისტრალური წყალსადენი მილი გადის. სავარაუდოდ 1000 მილიმეტრიანი მილი დაზიანდა. ჯერჯერობით აბონენტებს წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ. ახლა უბრალოდ ურდულით დაიკეტა და თუ წყლის მიწოდების შეზღუდვა მოგვიწევს, ამის შესახებ აბონენტებს ესემესებით შევატყობინებთ", - აღნიშნა „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელმა მამუკა კიკალეიშვილმა.

გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები მარტში დასრულდა. ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×