რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრძანება ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.

ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენაზე იმუშავებენ.

„ „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში, საპოლიციო ძალები კენჭისყრის შენობაში პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს განახორციელებენ" , - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×