რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე აღძრულ საქმეს ლვოვის სასამართლო დღეს განიხილავს. სააკაშვილის საქმის განხილვა სასამართლომ 18 სექტემბერს დაიწყო. პროცესზე მესაზღვრეებმა პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.წინა პროცესზე უკრაინელმა მესაზღვრეებმა ეს მტკიცებულებები ვერ წარადგინეს, რის გამოც მოსამართლემ მათ დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად, დრო პარასკევამდე მისცა.

სასამართლო სხდომაზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება. პროცესზე მოვა პოლკოვნიკი ეგოროვი, რომელიც საზღვარზე იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებოდა. სწორედ მან განაცხადა, რომ შეგინის გამშვები პუნქტი დანაღმულია. ასევე განხილული იქნება დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ცხადი გახდება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობა დანაღმვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

„სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სასამართლო დღესვე გამოიტანს. არსებობს ნიშნები იმისა, რომ მოსამართლე ჩქარობს. ჩემი აზრით, ეს შესაძლოა საქმის რეზონანსულობის გამო ხდება, თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაიმე სახის უკანონო დაინტერესება არსებობს" , -განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის" იურისტმა, პაველ ბოგომაზოვმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×