რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) ინდოეთში უკრაინის ელჩს იგორ პოლიხას ტელეფონი იმ დროს მოპარეს, როდესაც ის სელფს იღებდა. ინციდენტი დელიში ტურისტებისთვის პოპულარულ შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში მოხდა.ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „hindustantimes"-ი ავრცელებს.

ოთხშაბათს, დილის 9 საათისთვის, დიპლომატს ფოტოს გადაღებისას უცნობი პირი მიუახლოვდა და „აიფონის" ფირმის მობილური ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა, შემდეგ კი გაიქცა.როგორც ელჩი ამბობს, თავდამსხმელი იმდენად სწრაფად გაიქცა,რომ მისი დანახვა ვერ შეძლო.

სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ,რომ კოტვალის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×