რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) მსოფლიოში 15 მილიონი ადამიანი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქორწინებაშია. ამის შესახებ კვლევას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და „Walk Free Foundation"-ი აქვეყნებს. მათი ერთობლივი კვლევის თანახმად, იძულებითი ქორწინებები თანამედროვე მონობის ძირითადი ფორმაა. ამის შესახებ კვლევის შედეგებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

2012-დან 2016 წლამდე, იძულებითი ქორწინების 6,5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციების ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლნი იძულებითი ქორწინების შედეგად პრაქტიკულად, უფასო მუშახელის ფუნქცია იძენენ.

იძულებითი ქორწინების მსხვერპლნი ქალებთან ერთად, კაცებიც არიან. კაცზე ძალადობის შემთხვევები 12%-ია, ხოლო ქალების შემთხვევებში ეს მაჩვენებელი 88%-ია.

ქალზე განხორციელებული ძალადობის 37% 18 წლამდე ასაკის გოგონებზე მოდის. არასრულწლოვანი გოგონების 44 პროცენტი, ქორწინების გაფორმების დროისთვის, არ აღემატება 15 წლის ასაკს. იძულებითი ქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა აფრიკაში ხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×