რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) ხუთი პირი, რომლებმაც ნიუ-იორკში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სიტყვით გამოსვლა გააწყვეტინეს, დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი „New York Times"-ი წერს.

ერდოღანი სასტუმრო „Marriott Marquis"-ში თურქეთ-ამერიკის ეროვნული კომიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც ერთ-ერთმა დამსწრემ დაიყვირა: „შენ ტერორისტი ხარ. გაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!" ამის შემდეგ დაიწყო შეხლა-შემოხლა, რომელიც კამერებმა გადაიღეს. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ მათ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დარბაზიდან გაყვანის დროს.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის მეგან ბოდეტის თქმით, მათ სურდათ ყურადღება გაემახვილებინათ „თურქეთის სახელმწიფოს სამხედრო დანაშაულზე და ქურთი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვვეზე თურქეთსა და სირიაში".

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, არავინ დაუპატიმრებიათ და არც არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×