"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის თბილისის საკრებულოში მოხვედრის კანდიდატებს შორის მხოლოდ 16 მოქმედი საკრებულოს წევრი დაასახელა. ცნობისათვის, ამჟამად მმართველ პარტიას დედაქალაქის საკრებულოში 39 წარმომადგენელი ჰყავს და ეს იმას ნიშნავს, რომ 23 მათგანი საკრებულოს დაემშვიდობება.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ახალ სიაში არსებული სახელები და გვარები არაფერს ნიშნავს, რადგან ისინი ვიღაცის ხელდასმით არიან მოხვედრილი და არა პირადი დამსახურებით, ან თავისი სურვილით.
"ეს არ არის არც მათი პირადი დამსახურება, არც მათი ცხოვრებისეული არჩევანი - გაიკეთონ პოლიტიკური კარიერა. ეს არის დინებას გაყოლილი ადამიანების დაჯგუფება, მეტს ამ ყველაფერზე ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილიმა
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნებზე დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში ამომრჩეველი 25 წევრს მაჟორიტარული, ხოლო 25 წევრს პროპორციული წესით აირჩევს.
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი კანდიდატების 1 სექტემბერს მოაწყო, ხოლო პროპორციული სია 21 სექტემბერს გახდა ცნობილი. საიდანაც ნათელი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დედაქალაქის საკრებულოში მოხვედრის 50 კანდიდატიდან, 34 ახალი და 16 ძველი სახე წარმოადგინა.
"ოცნების" თბილისის საკრებულოს პროპორციულ სია ასე გამოიყურება:
მარიკა დარჩია, "პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორი; ბექა სივსივაძე, ჟურნალისტი, მუშაობდა "ასავალ-დასავალში"; ბექა დავითულიანი, "ლიბერალის" ბლოგერი; თინათინ ნიბლოშვილი, "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი"; ირაკლი ზარქუა, ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი დოქტრინა; დავით რურუა; დავით უჯმაჯურიძე; ლევან ჯაფარიძე; თედო ისაკაძე, ბიზნესმენი, ყოფილი ვიცეპრემიერი; ერეკლე კუხიანიძე, თეთრიწყაროს გამგებლის პირველი მოადგილე; ანა ლაშხი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია; ლევან არველაძე, ეკონომისტი, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მრჩეველი; ლევან ჟორჟოლიანი; ნინო რუხაძე; მიხეილ მესხი, მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, ხელისუფლებაში "ოცნების" მოსვლის წშემდეგ პოლიტპატიმრის სტიტუსით გათავისუფლდა ციხიდან; ბორის ფირცხელიანი, ძიუდოში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი; გიორგი კიკნაველიძე; მამუკა ხაბარელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; ირაკლი ქუთათელაძე; ლევან ფიფია; მარიამ კანდელაკი.
ცნობისათვის, ამჟამად 50-ადგილიან თბილისის საკრებულოში მმართველ პარტიას 39 მანდატი აქვს. ამ 39-დან საკრებულოში კვლავ მოხვედრის შანსი "ოცნებამ" 16 დეპუტატს მისცა. ესენი არიან: გიორგი ალიბეგაშვილი, გიორგი ახვლედიანი, რამინა ბერაძე, გიორგი ტყემალაძე, თამარ ტალიაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, დავით ჭელიძე, ვლადიმერ ძნელაძე, ლევან დარახველიძე, გულია გოცირიძე, ბორის ფირცხელიანი, დავით უთმელიძე, ქეთევან ჯოხაძე, გიორგი მუსხელიშვილი, შალვა ოგბაიძე და ილია ჯიშკარიანია.
არც პროპორციულ სიაში და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არ არის თბილისის საკრებულოში "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა სამუშია. "რეზონანსთან" საუბრისას იგი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან ორი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო და თვლის, რომ თავისი შესაძლებელობები ამ მხრივ ამოწურა.
თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მოღვაწეობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებს.
"ჩემი პირადი თხოვნა იყო, რომ სხვა პოზიციაზე გადავსულიყავი, აღმასრულებელ სისტემაში, გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ორი მოწვევის საკრებულოს წევრი და თითქმის ყველა პოზიციაზე ვარ ნამუშევარი. ვასრულებდი თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობას, 4 წელი ვიყავი თვაჯდომარის მოადგილე... ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით რაიმე ახალის გაკეთება ვფიქრობ, უკვე გამიჭირდებოდა. ამ სფეროშო მე მაქსიმალურად ამოვწურე ის შესაძლებელობა, რაც მქონდა.
"მე შვიდწელნახევარი ვმუშაობდი საკრებულოში. ამიტომ თხოვნით მივმართე როგორც პარტიის ხელმძღვანელობას, ისე ქალაქის მერს მომავალ, რომ აღმსარულებელ სისტემაში გამეგრძელებინა მოღვაწეობა", - განაცხადა სამუშაიამ და აღნიშნა, რომ საკრებულოს ის წევრები, რომელბიც ახლა აღარ არიან საარცევნო სიაში, სურვილის შემთხვევაში, თავის სფეროში ყველა მათგანი გააგრძელებს საქმიანობას.
"მე რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ამის მზაობა არის, იყო ოფიციალური განცხადებაც, რომ ჩვენი გუნდის ყველა ის წევრი, რომელიც დღეს საკრებულოშია, თუმცა ახლანდელ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს, თავიანთ სფეროში გააგრძელებენ საქმიანობას, თუკი ამის სურვილი ექნებათ.
"თუმცა, მე ამ კონტექტსში ჩემს პერსონალურ საკითხს არ განვიხილავ, რადგან აღნიშნულ საკითხზე მე ჯერ კიდევ 3-4 თვის წინ ვესაუბრე ხელმძღვანელობას, რომ აღარ ჩავრთულიყავი არჩევნებში", - გვითხრა სამუშიამ.
მისივე თქმით, თბილისის პროპორციულ სიასა და მაჟორიტარების კანდიდატებს შორის საკმაოდ ბევრი ძველი სახე დატოვა "ქართულმა ოცნებამ", რომელთა უმრავლესობაც მხოლოდ ერთი მოწვევით იყო საკრებულოს წევრი.
"ეს არ არის სისტემური განახლება. შეგახსენებთ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, რომ ეს არის ზომიერად განახლებული სია, რადგან ძველი საკრებულოდან 16 წევრი რჩება ახალ საკრებულოში და ეს არ არის ცოტა. ეს საკმაოდ სოლიდური ციფრია.
"ჩემი კოლეგების აბსულუტური უმრავლესობა ერთი მოწვევით იყვნენ საკრებულოშო და მათი სურვილიც იყო, რომ გაეგრძელებინათ მოღვაწეობა.
"რაც შეეხება ახალ სახეებს, ამ კუთხითაც ძალიან ბევრი მათგანი საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული პერსონაა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მოხვდება მომავალ საკრებულოს შემადგენლობაში", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
აღნიშნულ სიასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ეს ადამიანები საარჩევნო სიაში შემთხვევით მოხვედრილი პირები არიან და პოლიტიკური ცხოვრება მათი არჩევანი და სურვილი სულაც არ ყოფილა.
"რა უნდა გითხრათ, აქ საქმე სახელებში და გვარებში არც არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ამ სიაში. ფაქტია, რომ ეს ადამიანები თავად არ იკეთებენ პოლიტიკურ კარიერას, ვიღაცის ხელდასმით არიან სიაში შემთხვევით მოხვედრილები და ამ დინებას მიყვებიან. მე არც მათ საწინააღმდეგოდ შემიძლია რაიმეს თქმა და არც სასარგებლოდ.
"ამასთან, ეს არ არის არც მათი პირადი დამსახურება, არც მათი ცხოვრებისეული არჩევანი - გაიკეთონ პოლიტიკური კარიერა. ეს არის დინებას გაყოლილი ადამიანების დაჯგუფება, მეტს ამ ყველაფერზე ვერაფერს ვიტყვი", - აცხადებს "რეზონანსთან საუბრისასა პოლიტოლოგი და აქვე აღნიშნავს, რომ მუდმივი განახლება კარგი ნამდვილად არ არის და ეს საბოლოო ჯამში არასერიოზულობის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს.
"საერთოდ, მუდმივი განახლება მეტყველებს, კრიზისზე და იმაზე, რომ რაღაც წესრიგში არ არის. როდესაც რაღაცას მუდმივად აახლებ, შენ ამით აღიარებ, რომ არ ვარგიხარ. რატომღაც ყველა თვლის, რომ განახლება კარგია, მაგრამ როდესაც მუდმივად ამ რეჟიმში ხარ, ეს არასერიოზულობის შთაბეჭდილებას ტოვებს და იმას ნიშნავს, რომ პარტია არ არსებობს. ხდება ადამიანების გამოყენება და მათი გადაგდება.
"ბევრზე არც ის მეტყველებს, "ოცნებამ" რომ 16 ძველი სახე დატოვა, რადგან რეალურად ეს ადამიანები არ მგონია პოლიტიკაზე ფიქრობდნენ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ვიღაცის ხელდასმით აღმოჩნდნენ სიაში. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის კეთილდღეობისა და ცოტა ჩემთვის გაუგებარი ამოცანების შესრულების გზა. ჩემთვის ეს ილუზიაა, ისინი ფიქრობენ რომ რეალობაა", - აღნიშნავს ხუხაშვილი.