რეზონანსი
23.09.2017

 (რეზონანსი) გაეროს ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლის ფონზე, რუსმა სამხედროებმა სოფელ ერედვში, დასახლებიდან 2008 წლის ომის შემდეგ გამოდევნილი ოჯახების საცხოვრებელი სახლები დაანგრიეს. ერედვში სახლების ნგრევის ფაქტზე და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედზე",ისაუბრა.

„ოკუპაცია რა თქმა უნდა იყო უმთავრესი საკითხი და პრემიერმა განსაკუთრებული დრო დაუთმო. ეს საკითხი გენერალურ მდივანთანაც განვიხილეთ. ეს ყველაფერი მძიმე სანახავია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის,რომელთა სახლებიც დაინგრა, ჩვენ ისევე გვტკივა ეს,როგორც მათ. სახლების ნგრევა ასევე ეთნიკური წმენდის შემადგენელი ნაწილია. ქართული დიპლომატია იბრძვის,რომ შერიგების პოლიტიკა აქტიურად აწარმოოს. უნდა გავაერთიანოთ ომით და საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებული ადამიანები" , - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×