რეზონანსი
23.09.2017

 (რეზონანსი) სააკაშვილის რამდენიმესაათიანი პროცესი დასრულდა. მოსამართლემ ის ადმინისტრაციული წესით დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 3400 უკრაინული გრივნის გადახდა დააკისრა. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე უნდა გადაიხადოს სასამართლოს გადასახადი, 320 გრივნას ოდენობით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში არ იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად უკრაინის საზღვარი პოლონეთიდან შეგინის გამშვებ პუნქტზე 10 სექტემბერს გაარღვია. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთაში 60-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

მიხეილ სააკაშვილი ლვოვის სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს აფასებს. როგორც მან „NewsOne"-თან ინტერვიუში განაცხადა, ყველა მოსამართლე მოსყიდულია და ხელისუფლების დავალებებს ასრულებს.

„უკრაინაში არ არსებობს სასამართლო და სამართლიანობა. ყველა მოსამართლე მოსყიდულია და ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, ამას ადასტურებს ეს ჩანაწერი. გამყიდველი გენერალი უგოროვი, რომელიც ცნობილი კონტრაბანდისტი და მესაზღვრეა, მთელი პროცესის განმავლობაში იტყუებოდა. ჯერ ამბობდნენ, რომ არსებობდა ევაკუაციის შესახებ ბრძანება, მერე თქვეს, რომ იყო საზღვრის გარღვევა" , - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×