რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამებაშია გადაბრძანებული და მორწმუნეებს მისი მოლოცვის საშუალება აქვთ. ხვალ კი წმინდა ქეთევანობის დღესასწაულისთვის წმინდა ნაწილებს კახეთში, ალავერდის ტაძარში გადააბრძანებენ. სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სასულიერო პირები, მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

„ქრისტიანობა არ არის მხოლოდ რელიგია საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი და მე ვფიქრობ, ამიტომ თითოეული ქართველისთვის უაღრესად ემოციური და ამაღელვებელი დღეა. 4 საუკუნის შემდეგ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით დაუბრუნდა სამშობლოს" , - აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გუშინ, ინდოეთიდან ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოში დაახლოებით 6 თვეს დარჩება. მართლმადიდებლური სამყაროს მიერ წმინდანად აღიარებული დედოფლის ნეშტის ნაწილები 2013 წელს გოაზე ტაძრის ნანგრევებში აღმოაჩინეს.

სამების საკათედრო ეკლესიაში მოლოცვის შესაძლებლობა მრევლს მთელი დღის განმავლობაში მიეცემა. 26 სექტემბერს ქართული ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×