რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 06:00-ზე დაიხურება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ანგელა მერკელი კანცლერის პოსტის შენარჩუნებას მეოთხე ვადით შეძლებს. გერმანელების უმრავლესობა მხარს კანცლერის კოალიციას უჭერს.

მერკელის პარტიას, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს" ამომრჩევლის თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობა ემხრობა, ვიდრე მთავარ კონკურენტს - „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას". მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად, ბუნდესტაგში შეიძლება 6 პარტიის დეპუტატები მოხვდნენ, მათ შორის მემარჯვენე ნაციონალისტებიც. ამის შესახებ „ბი ბი სი"

მერკელის მთავრობამ მიგრანტების მიმართ ღია კარის პოლიტიკა გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში თითქმის 900 ათასი დევნილის ჩასვლა მოჰყვა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 6,1 მილიონ გერმანიის მოქალაქეს აქვს. წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, მათი მესამედი არჩევნებში ფოსტის გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას. ბუნდესტაგში მოსახვედრად 42 პარტია იბრძოლებს.

საარჩევნო პუნქტები საღამოს 18:00 საათზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიხურება. ოფიციალური წინასწარი შედეგები კი ორშაბათს გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×