რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელებისგან შექმნილი „შენების მოძრაობა" ფსევდოპოზიციური, ხელისუფლების სატელიტი პარტიაა და ეს არის პოსტსაბჭოთა და რუსული მართვის სტილი. ეს განცხადებები სამნიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" გააკეთა.

„უსუფაშვილის მოძრაობა არის ასეთი ფსევდოოპოზიციური პარტია, სატელიტი პარტია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ოცნების გარეთ გაიჩინოს. დმანისი, მარნეული, ჩოხატაური, გორი - „შენების მოძრაობის" მიერ კანდიდატების ბოლო წარდგენებისას ამ მუნიციპალიტეტებში, მასთან ოცნებიდან გადავიდნენ ადამიანები. დმანისის გამგებელი იყო ოცნების წარდგენილი წინა წლებში, გორში გადავიდა ნანეტაშვილი, ტელევიზიის დირექტორი, ასეთივე სიტუაციაა ჩოხატაურში" , - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დავით უსუფაშვილმა და რამდენიმე სხვა ლიდერმა „რესპუბლიკური პარტია" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და რამდენიმე თვის წინ ჩამოაყალიბა „შენების მოძრაობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×